კომპანია Samsung-ის უახლეს ფლაგმანებს, Galaxy S8/S8+-სა და Note 8-ს საკუთარი ხმოვანი ასისტენტი, Bixby მოყვება. აღნიშნული სერვისისთვის ტელეფონის კორპუსის მარცხენა მხარეს სპეციალური ღილაკია გამოყოფილი, რომელიც Bixby-ს გამოსაძახებლად გამოიყენება. სმარტფონების გამოსვლის დღიდან ბევრმა დეველოპერმა სცადა, შეექმნა აპლიკაცია, რომელიც ღილაკის ფუნქციის შეცვლას შეძლებდა. თუმცა, Samsung-მა ყველა მათგანი დაბლოკა.
რამოდენიმე დღის წინ კომპანიამ გამოუშვა განახლება, რომელიც საშუალებას გაძლევთ გათიშოთ Bixby-ს ღილაკი. ღილაკის გასათიშად უნდა გახსნათ მოწყობილობის პარამეტრები, შეხვიდეთ Bixby-ს პარამეტრებში და გამორთოთ შესაბამისი Toggle ღილაკით.
უახლოეს მომავალში კი, შესაძლოა Samsung-მა კვლავ გაუშვას განახლება, რომელიც გაითვალისწინებს აღნიშნული დამატებითი ღილაკის ფუნქციის შეცვლას, მაგალითად, თქვენ აღარ მოგიწევთ კამერის ჩასართავად Power ღილაკზე ორჯერ დაჭერა, დამატებით ღილაკზე ერთხელ დაჭერით კამერა ჩაირთვება და ჩემი აზრით, მომხმარებლებისთვისაც ასე უფრო ბევრად კომფორტული იქნება.
Subscribe to:
Post Comments (Atom)


No comments:
Post a Comment