bpn-ის ცნობით, ერთ-ერთ მაღაზიაში ექსკლუზიური მოდელი გუშინ მიიღეს და გუშინვე გაიყიდა. მაღაზიის თანამშრომლების თქმით, საიუბილეო iPhone X საქართველოს მოქალაქემ შეიძინა, თუმცა მის ვინაობას მაღაზიაში არ ახმაურებენ.
მასობრივად, iPhone X-ის გაყიდვა საქართველოში 5 ნოემბრიდან დაიწყება და გაცილებით ნაკლები ეღირება.
Apple-მა iPhone X 12 სექტემბერს, პრეზენტაციაზე iPhone 8 და 8 Plus-თან ერთად წარადგინა. სმარტფონს დაცვის ახალი სისტემა Face ID აქვს. iPhone 8-ის მიმართ მყიდველების ინტერესი დიდი არ აღმოჩნდა, რაც სპეციალისტებმა iPhone X-ის მოლოდინით ახსნეს.
წყარო: ImediNews


No comments:
Post a Comment