Post Page Advertisement [Top]


iPhone X-ის გამოშვების შემდეგ Apple-ი ვარაუდობდა, რომ მოგება კიდევ უფრო გაიზრდებოდა და გაიზრდებოდა კომპანიის აქციათა ფასიც, თუმცა ახალ სმარტფონში დაფიქსირებულმა ხარვეზებმა Apple-ის აქციათა ფასზე უარყოფითად იმოქმედა და ბოლო დღეების განმავლობაში დაახლოებით 4%-ით შემცირდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

FactSet-ის ცნობით, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 898.6 მილიარდი დოლარიდან თითქმის 23 მილიარდით შემცირდა და 875.8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, კომპანია 2018 წლის პირველ კვარტალში დაგეგმილზე გაცილებით ნაკლებ iPhone X-ს გაყიდის - ივარაუდება, რომ ეს ციფრი დაახლოებით 40 მილიონ სმარტფონამდეა.

Apple-მა 2017 წლის ყველაზე საინტერესო ტელეფონის iPhone X-ის გაყიდვა 3 ნოემბერს დაიწყო. iPhone X-ის გაყიდვა საქართველოში 6 ნოემბრიდან დაიწყო.

10 ნოემბერს Apple-მა აღიარა, რომ iPhone X-ის ეკრანს გარკვეული პრობლემები აქვს.

11 ნოემბერს, iPhone X-ს კიდევ ერთი პრობლემა აღმოუჩინეს. ეს არის მწვანე ვერტიკალური ზოლი, რომელიც ეკრანზე ჩნდება. სმარტფონის მფლობელები ამტკიცებენ, რომ ტელეფონი არ დაუზიანებიათ.







წყარო: ImediTV

No comments:

Post a Comment

კონტაქტი

Name

Email *

Message *

Bottom Ad [Post Page]

| Designed by Colorlib