Galaxy UNPACKED 2018 სულ რაღაც 3 დღეშია! აღნიშნულ ღონისძიებაზე კომპანია სამსუნგის მიერ მოხდება ახალი ფლაგმანური მოწყობილობების - Galaxy S9 და Galaxy S9+-ის წარდგენა.
მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით კი მომავალ სმარტფონებზე უკვე ჟონავს სპეციფიკაციები და ა.შ. ცოტა ხნის წინ, ჩვენ შემოგთავაზეთ Galaxy S9-ს რეალური ვიდეო, თუმცა ცუდი ხარისხის გამო გამოსახულება არც ისე კარგად ჩანდა და მისი დიზაინის ამბები ჯერ კიდევ ბუნდოვანი იყო.
დღეს კი გთავაზობთ Galaxy S9-ს რეალურ ფოტოებს!
როგორც სურათებზე ხედავთ, აღნიშნულ მოწყობილობას უახლესი Note8-ისგან განსხვავებით კვლავ 1 კამერა აქვს, თუმცა სავარაუდოდ, მის გაუმჯობესებულ ვერსიას - Galaxy S9+-ს მეტ ეკრანთან ერთად მეტი კამერაც ექნება. კამერის დახვეწას სამსუნგი ისევ განაგრძობს. ამჯერად, Galaxy S9 | S9+-ში გვხვდება F1.5 დიაფრაგმიანი 12MP და 8MP კამერა, რის საშუალებითაც სმარტფონით ღამით გადაღებული სურათები ბევრად ხარისხიანი იქნება წინამორბედებისგან განსხვავებით.
Galaxy UNPACKED 2018-ის პრეზენტაციის პირდაპირი ეთერი ჩაირთვება ჩვენი დროით საღამოს 10 საათზე. თვალი ადევნეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს.






No comments:
Post a Comment