Galaxy Note9-ს პირველი Benchmark-იდან ჩანს, რომ სამსუნგის მომავალი ფლაგმანი იმუშავებს Android 8.1.0 ოპერაციულ სისტემაზე.
ასევე ცნობილია RAM-იც, თუმცა დიდი არაფერი, Galaxy Note9-ს RAM-ის მოცულობაც, როგორც Galaxy S9+-ის, 6GB იქნება.
პროცესორადაც Qualcomm Snapdragon 845 ან Samsung Exynos 9810 იქნება გამოყენებული.
ასევე რჩება იმის შანსიც, რომ მომავალ სმარტფონს თითის ანაბეჭდის სენსორი ახლა უკვე ეკრანში ექნება ჩაშენებული, თუმცა ეს ოფიციალური ინფორმაცია არ არის, მაგრამ იყო საუბარი იმაზე, რომ სენსორი განთავსდებოდა Galaxy Note9-ში S9/S9+-ის მაგივრად, ჯერ კიდევ 2017 წლის ოქტომბერში.
აღნიშნული სმარტფონის მოდელა SM-N960U.



No comments:
Post a Comment