Post Page Advertisement [Top]


ამას წინად სამსუნგმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალ ოთხ კამერიან სმარტფონს - Galaxy A9-ს 11 ოქტომბერს წარადგენს.
სამსუნგის ისტორიაში ეს პირველი ოთხ კამერიანი სმარტფონი იქნება. კომპანიის პირველი სამ კამერიანი სმარტფონი - Galaxy A7 კი უკვე ოფიციალურად გამოშვებულია.

სმარტფონის ტექნიკური მახასიათებლები

გუშინ გავრცელდა ახალი ინფორმაციები მომავალი სმარტფონის შესახებ. სმარტფონს ექნება 6.38" ინჩიანი FHD+ რეზოლუციის ეკრანი და Qualcomm Snapdragon 660 ჩიპსეტი.
შესაძლოა ბატარეის მოცულობა 3720mAh-მდე გაიზარდოს. თითის ანაბეჭდის სენსორი კი, ჩვეულებისამებრ, უკან იქნება.
მიუხედავად ამდენი მახასიათებლისა, Galaxy A9-ის შეძენის მთავარ მიზეზად მაინც ოთხი ძირითადი კამერა რჩება. 
ინფორმაციებს თუ დავუჯერებთ, კამერა იქნება 24MP-იანი, 8MP ფართო ხედვის სენსორით(170°), 10X ოპტიკური ზუმით ერთ კამერაზე და 5X ოპტიკური ზუმით მეორე კამერაზე. წინა კამერა კი 24MP-იანი სენსორით იქნება აღჭურვილი.

ჩვენგან ჩამოთვლილი არცერთი სიახლე ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა ღონისძიების დღემდე კიდევ ბევრი ინფორმაცია გავრცელდება, ამიტომ თვალი გვადევნეთ. ;) 

No comments:

Post a Comment

კონტაქტი

Name

Email *

Message *

Bottom Ad [Post Page]

| Designed by Colorlib