ზოგადად სამსუნგი ამასთან დაკავშირებით ბევრს არაფერს ამბობს, თუმცა ცოტა ხნის წინ Samsung France-მ Samsung Members Community-ში დეტალებზე ისაუბრა.
ცნობილია, რომ აღნიშნული განახლება 2019 წლის იანვრამდე ოფიციალურად ხელმისაწვდომი არ იქნება. ეს შესაძლოა არც გაგიკვირდეთ სამსუნგისგან, თუმცა მაინც ძალიან გამაღიზიანებელია.
რა თქმა უნდა, ამ დროისათვის ჯერ ეს ინფორმაციები ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
ცვლილებები ახალი ვერსიის განახლებაში
ზოგი ფუნქცია, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია Galaxy S9-სა და Galaxy Note9-ზე, შედარებით ძველ მოდელებსაც დაემატება, როგორიცაა Galaxy Note8.
დადასტურებულია, რომ ორსიმიან ვარიანტებს VoLTE და VoWi-Fi მხარდაჭერა მეორე სიმზეც დაემატება.
განახლება ასევე შეეხება სისტემაში ჩაშენებულ აპლიკაციებს, როგორიცაა ხმის ჩამწერი და გალერეა.
რაც შეეხება გალერეას, მომხმარებელს ჩაწერილ ვიდეოებთან წვდომა უფრო გაუადვილდება. მცირე შესწორებები შევიდა კამერის აპლიკაციაშიც, აქამდე თუ კამერიდან გალერეაში შესვლის დროს ყველა ფოტოს ერთად აჩვენებდა, ახლა მხოლოდ კამერით გადაღებულები სურათები გამოჩნდება.
დადასტურდა ასევე ისიც, რომ განახლებაზე კამერის ხარისხი კიდევ უფრო დაიხვეწება, როგორც ეს Galaxy Note9-ზე მოხდა ცოტა ხნის წინ.


No comments:
Post a Comment