კომპანია Qualcomm-ა Snapdragon Techonoly Summit-ზე ბევრი ანონსი გააკეთა, მათგან ერთ-ერთი იყო Galaxy S10-ის თითის ანაბეჭდის სენსორი.
საკმაოდ დიდი ხანია ვრცელდება ჭორები, რომ Galaxy S10|S10+-ის თითის ანაბეჭდის სენსორი ეკრანში იქნება ჩაშენებული და ეს იქნება საუკეთესო, უმაღლესი ხარისხის ჩაშენებული სენსორი, რომელსაც Qualcomm გვთავაზობს ამ ეტაპზე. გუშინ კომპანიამ აღნიშნულ ინფორმაციაზე მეტი დეტალი მოგვაწოდა.
Qualcomm-ა ამ ტიპის სენსორს 3D Sonic Sensor უწოდა, შესაბამისად, კომპანია Samsung-იც ოპტიკურის ნაცვლად, ულტრაბგერით სენსორს გამოიყენებს.
Qualcomm იძახის, რომ 3D Sonic Sensor-ები მომვალ სმარტფონებისთვის 2019 წლის პირველი ნახევრიდან გახდება ხელმისაწვდომი.
Qualcomm-მა Galaxy S10-ის ანაბეჭდის შესახებ ისაუბრა
სხვათაშორის, სამსუნგს დიდი ხანი დასჭირდა ამ ოცნების რეალობად ქცევა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩინური ბრენდი უკვე სარგებლობს ამ ტიპის სენსორს თავის სმარტფონებზე, სამსუნგი ულტრაბგერითი ტიპის სენსორს ელოდებოდა.
ოპტიკური სენსორები თითის ანაბეჭდის ამოსაცნობად დადებისას თითზე აშუქებენ და ვიზუალურად ამოწმებენ ანაბეჭდს, მსგავსი ტექნოლოგია, რა თქმა უნდა, იაფია, მაგრამ გამოსაყენებლად ცოტა არაკომფორტული.
Qualcomm-ის 3D სენსორი კი ცოტა სხვანაირად მუშაობს.
ულტრაბგერითი შესაძლებლობებით შესაძლებელი ხდება თითის ანაბეჭდის მიერ გამოცემული ტალღოვანი ბგერებით კანიდან და ანაბეჭდის ყველა დეტალს დაწვრილებით იღებს.
ეს შესაძლებლობა სენსორს უფრო კომფორტულს და საიმედოს ხდის.
სამსუნგი ირწმუნება, რომ Galaxy S10-ის თითის ანაბეჭდის სენსორი სხვა დანარჩენ სენსორებთან შედარებით საუკეთესო იქნება.


No comments:
Post a Comment