Post Page Advertisement [Top]

სამსუნგის $2000 დოლარიანი Galaxy Fold-ები ტყდება! 
უკვე ორი დღეა, მომხმარებლები Galaxy Fold-ს დაკეცვა-გაშლის დროს გატეხვას უჩივიან! და ხდება?! ვფიქრობ, რაც Galaxy Note7-მა დაიწყო, Galaxy Fold გააგრძელებს...

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სმარტფონი ჯერ ოფიციალურად გაყიდვაში არ არის, მაშასადამე, საუბარია სატესტოდ გამზადებულ Galaxy Fold-ებზე, რომელთა მოხმარების წესს ბევრმა ყურადღება არ მიაქცია და ეკრანის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი მოაშორა, რამაც სმარტფონის მტვრევა გამოიწვია.

სულ რაღაც ორ დღეში ასეთი ოთხი შემთხვევა იყო, მაშინ, როცა, სამსუნგის განცხადებით, Galaxy Fold-ს 250 000 დაკეცვა-გაშლისთვის უნდა გაეძლო, რაც საშუალოდ 5 წლის საქმეა, ანუ, თუ თქვენ დღეში 100-ჯერ დაკეცავთ და გაშლით, ასეთი ყოველდღიური მოხმარების პირობებში, სმარტფონს 5 წელი უნდა ეცოცხლა.

სმარტფონი ოფიციალურად 26 აპრილს იქნება ხელმისაწვდომი, ვნახოთ, რა მოხდება. 


No comments:

Post a Comment

კონტაქტი

Name

Email *

Message *

Bottom Ad [Post Page]

| Designed by Colorlib