კომპანია Apple დღეს წარადგენს თავის ახალ ფლაგმანურ სმარტფონს. პრეზენტაცია ჩვენი დროით საღამოს 9 საათზე გაიმართება. როგორც ჩანს, Apple-მ გადაწყვიტა აიფონებში ცვლილებები შეეტანა.
ახალი აიფონს სავარაუდოდ iPhone 8-ს დაარქმევენ, თუმცა იყო ვარაუდიც რომ დღევანდელ პრეზენტაციაზე წარაფგენდნენ iPhone-ის რამოდენიმე ახალ მოდელს: iPhone 7S, iPhone 7S Plus და iPhone 8 (რომელსაც შესაძლოა iPhone X ეწოდოს).
დიდი ცვლილებაა შეტანილი ეკრანში. iPhone 8 აღჭურვილი იქნება 5.5" ინჩიანი FHD Super AMOLED ტექნოლოგიის ეკრანით. ახალი AMOLED ეკრანი ჯერ კიდევ 1 წლის წინ Apple-მ კონპანია Samsung-ს შეუკვეთა ახალი აიფონისთვის. ცვლილებაა შეტანილი ასევე კორპუსშიც. უკანა პანელზე iPhone 8-ში გამოყენებულია მინა. დამატებულია უსადენო დამუხტვა და სავარაუდოდ ყურსასმენების პორტიც კვლავ დააბრუნეს. გავრცელდა ჭორები, რომ ახალ აიფონს "უსაზღვრო ეკრანის" გამო არ ექნება თითის ანაბეჭდის სენსორი და სავარაუდოდ მას სახის სკანერი ჩაანაცვლებს რაც არც თუ ისე უსაფრთხოა.
პრეზენტაციის ყურება შესაძლებელი იქნება iOS, Windows და Mac ოპერაციულ სისტემებზე შემდეგი ბრაუზერებიდან: Safari (ოპერაციული სისტემით V10.11 ან მაღალი) და Microsoft Edge (Windows 10).
Subscribe to:
Post Comments (Atom)


No comments:
Post a Comment