კომპანია SAMSUNG-მა თავისი ახალი ფლაგმანებისათვის (Galaxy S8/S8+) Android 8.0 Oreo-ს დეველოპმენტი დაიწყო. ინფორმაციას SamMobile ავრცელებს.
როდესაც სამსუნგს ჯერ კიდევ არ აქვს დამთავრებული Android 7.0-ის გაშვება თავის არაფლაგმანურ სმარტფონებზე, Google-მ უკვე წარადგინა Android 8.0 O, რომელსაც სახელად Oreo დაერქვა.
პროგრამული ვერსიები Galaxy S8/S8+-ისთვის უკვე გაჟონილია - G955FXXU1BQI1 და G950FXXU1BQI1. ანდროიდ ორეოს აღნიშნულ მოწყობილობებზე გაშვების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მომხმარებლები მას ამა წლის დეკემბერში/იანვარში უნდა ელოდნენ. როდესაც Beta ტექსირება დამთავრდება, სამსუნგი ახალ ოპერაციულ სისტემას მთელი მსოფლიოს მასშტაბით შარშანდელზე გაცილებით სწრაფად გაუშვებს.
Android 8.0 მოწყობილობებს ბევრად სწრაფსა გახდის, განსაკუთრებით ჩატვირთვის დროს. ასევე გაუმჯობესებული იქნება ბატარეის დაზოგვა, ბექგრაუნდზე აქტივობები შეიზღუდება რაც თაცისთავად უფრო კომფორტულს გახდის მომხმარებლისთვის მოწყობილობას. ახალ ოპერაციულ სისტემაში ასევე ცვლილება მოხდება სმაილებშიც, შეიცვლება 60-მდე ემოჯი, შეიცვლება აპლიკაციების icon-ები, ფონტები და დაემატება Ambient Display, თუმცა ძალიან მცირე შანსია იმისა, რომ სამსუნგმა ყველა ზემოთხსენებული ფუნქცია დანერგოს ახალ ოპერაციულ სისტემაში.
Subscribe to:
Post Comments (Atom)


No comments:
Post a Comment