კომპანია Huawei-მ კომპანია Apple ჩაანაცვლა და მსოფლიოს უმსხვილესი ბრენდების სიაში მეორე ადგილი დაიკავა. Huawei წლების განმავლობაში ძალიან ნელა ვითარდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს მან გადაწყვიტა საქმეს სერიოზულად მიდგომოდა. კომპანიამ მოგვიანებით გამოუშვა ახალი სუბბრენდი - Honor და დაიწყო საკუთარი პროცესორების წარმოება - HiSilicon Kirin. ცოტა ხნის წინ კი კომპანიას შესაძლებლობა მიეცა გაეყიდა სმარტფონები უფრო დიდი რაოდენობით ივნისსა და ივლისში. წინა წლის სექტემბერში Apple-ის სმარტფონების გლობალური გაყიდვები 15%-ზე ზევით იყო, ხოლო ამა წლის ივნისსა და ივლისში ის 11%-მდე ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, Huawei-ს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო რომ ჩრდილოეთ ამერიკასა და ინდოეთშიც გავრცელდეს თუმცა აღნიშნულ ქვეყნებში სმარტფონების გაყიდვა არც თუ ისე მომგებიანია. ამა წლის სექტემბერში Apple თავის ახალ iPhone-ს წარადგენს, ვნახოთ, დაიბრუნებს თუ არა ის თავის ადგილს:)
Subscribe to:
Post Comments (Atom)


No comments:
Post a Comment