Post Page Advertisement [Top]

      კომპანია სამსუნგი CES 2018-ზე Bixby-ს ახალ ფუნქციას - საკვების კალორიის გამომთვლელს წარადგენს.
    აღნიშნული ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა Bixby Vision-ით საკვების კამერაში გამოჩენა. ამის შემდეგ Bixby აანალიზებს და გამოთვლის მასში არსებულ კალორიებს.
     საკუთარი რეცეპტით დამზადებულ საკვებზე კი აღნიშნული ფუნქცია იმუშავებს თუ არა, ჯერჯერობით უცნობია.
     კალორიების გამომთვლელი დაკავშირებული იქნება სამსუნგის ფიტნეს აპლიკაციასთან - Samsung Health, რომელიც თქვენს მიერ მიღებული კალორიების ჯამს ითვლის.
     ფუნქციის ზუსტი გაშვების თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც ხედავთ, კომპანია მუდმივად მუშაობს თავისი ვირტუალური ასისტენტის განვითარებისთვის.
    განახლებას სამსუნგის უახლესი მოდელები სისტემური განახლების სახით მიიღებენ.

No comments:

Post a Comment

კონტაქტი

Name

Email *

Message *

Bottom Ad [Post Page]

| Designed by Colorlib