კომპანია სამსუნგმა უკვე დაადასტურა, რომ Galaxy S9 | S9+ -ის წარდგენა MWC 2018-ზე მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლეს მოდელებს თებერვლის ბოლოსკენ უნდა ველოდეთ.
აღნიშნულ მზადებასთან დაკავშირებით, უკვე ვრცელდება სამსუნგის მომავალი ფლაგმანების შესახებ ინფორმაციები.
ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა Galaxy S9-ს ყუთის სურათები, სადაც ახალი მოწყობილობების სპეციფიკაციები უკვე ოფიციალურად წერია.
როგორც ხედავთ, სმარტფონები დიდად არ განსხვავდებიან მათი წინამორბედებისგან.
ოპერატიული მეხსიერება კვლავ 4GB რჩება, შიდა მეხსიერება 64GB, წინა კამერა 8MP ავტო ფოკუსით. თუმცა კამერა მცირედით გაუმჯობესდა, Galaxy S9-ს წინა მოდელებისგან განსხვავებით, აქვს F/1.5 და F/2.4 დიაფრაგმა, ეს პირდაპირ მიგვითითებს იმაზე, რომ სმარტფონს კვლავ 2 ძირითადი კამერა ექნება. ფართო დიაფრაგმა კი ხელს შეუწყობს სურათის უკეთ გადაღებას ცუდი განათების პირობებში.
Galaxy S9 და S9+-ის პრეზენტაციის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.



No comments:
Post a Comment