ინტერნეტში ამჟამად Galaxy S9-ს ვიდეომ გაჟონა. მოახლოებული პრეზენტაციის გამო, ბოლო დროს კიდევ უფრო მოხშირდა ასეთი ინფორმაციები.
ვიდეოდან ჩანს, რომ Galaxy S9 ვიზუალურად დიდად არ განსხვავდება Galaxy S8-სგან. ახალ სმარტფონში შემცირდა ჩარჩო და ახლა ეკრანს უფრო დიდი ადგილი უჭირავს. Galaxy S9-ს ეკრანის ზომა 6.2" ინჩია. სმარტფონში გვხვდება სამსუნგის უახლესი ჩიპსეტი: Exynos 9810.
სმარტფონის გაყიდვები დაიწყება მარტის შუა რიცხვებიდან, ხოლო პრეზენტაციის გამართვა თებერვლის ბოლოსკენ, ნიუ იორკშია დაგეგმილი. გთავაზობთ ვიდეოს:


No comments:
Post a Comment