თუ თქვენ აპირებთ ახალი სმარტფონის შეძენას, ხოლო არჩევანი კი ძალიან დიდია და გიჭირთ არჩევა, ეს პოსტი თქვენთვისაა.
Galaxy S9-მ და S9+-მა ნამდვილად დაიმსახურეს ამ სიის თავში მოხვედრა. აღიარებულნი არიან როგორც მსოფლიოს საუკეთესო კამერის მქონე სმარტფონებად. სამსუნგი წელს გახდა პირველი კომპანია, რომელმაც მობილურში გამოიყენა Dual-Aperture ორმაგი დიაფრაგმა, რომელიც სინათლეზე იცვლება და მაღალი განათების პირობებში ვიწროვდება და ხდება F2.4, ხოლო დაბალი განათებისას კი ფართოვდება და ხდება F1.5, როგორც ადამიანის თვალი. აღსანიშნავია ასევე Stereo დინამიკები Dolby Atmos-თან ერთად, რომელიც არაჩვეულებრივ ხმას გამოსცემს. ასე რომ თუ თქვენს არჩევანს ამ სმარტფონზე გააჩერებთ, ნამდვილად არ ინანებთ.
2.Google Pixel 2 XL
Google ყოველთვის კარგი იყო კამერების წარმოებაში. მისმა ახალმა სმარტფონებმა DxOMark-ზე 98 ქულა მიიღეს კამერის ტესტში, ასე რომ სუფთა ანდროიდი, დიდი ეკრანი და ხარისხიანი კამერა შეიძლება ზუსტად ის იყოს, რაც თქვენ გჭირდებათ.
3. Samsung Galaxy Note8
დიახ, Note8 კვლავ წლის საუკეათესო სმარტფონთა სიაშია! S Pen საშუალებას გაძლევთ მარტივად მართოთ და ორგანიზება გაუწიოთ თქვენთვის საჭირო ფაილებს.
4. iPhone X
iPhone X-მაც დაიმსახურა ამ სიაში მოხვედრა, მომხმარებლებს განსაკუთრებით ზემოთ მოჭრილი ეკრანი იზიდავთ. ეფლმა ახალ სმარტფონში ძლივს მიაღწია იმას, რომ სმარტფონის ჰქონოდა უსადენო დამტენის მიმღები შიგ ელემენთან ჩაშენებული, ახალი აიფონ 10, ისევე როგორც აიფონ 8 და 7, წალგამძლეა.
5. HTC U11+
წელს HTC-ც მოხვდა ამ სიაში. "ეიჩ ტი სი" ზოგადად ძალიან ბიუჯეტურ სმარტფონებს გვთავაზობს.
6. Huawei Mate 10 Pro
Huawei-ს სმარტფონებიც ერთ-ერთი პრემიუმ კლასის სმარტფონებია, განსაკუთრებით გამოირჩევა Mate სერია. სხვა სმარტფონებისგან შედარებით ძვირი, მაგრამ თუ პიდვას გადაწპვეტთ, ნამდვილად არ ინანებთ.
7. iPhone 8/8+
iPhone 8/8+ დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, აიფონ 10-ისგან მათ მხოლოდ ეკრანით ვანსხვავებთ, თუმცა ამ ორ სმარტფონს, თითის ანაბეჭდის სენსორი კვლავ აქვს.
8. Huawei Honor 10
რათქმაუნდა "მეით" სერიის შემდეგ, "ჰონორ" სერია ჰუავეის ერთ-ერთი საუკეთესო კლასის სმარტფონებს მოიცავს.
OnePlus ერთ-ერთი ძლიერი სმარტფონების მწარმოებელი კომპანიაა. Oneplus 3T-ს შემდეგ, 5T-მ მისი ადგილი დაიკავა, ყოველი სმარტფონი ერთმანეთზე უკეთესია. აღნიშნული კი აღჭურვილია 6 ინჩიანი edge-toedge ეკრანით.
10. LG G6

LG-ს ეს სმარტფონი თითქმის ყველა სიაში ხვდება, ამიტომ მგონი ზედმეტი კომენტარები ამ სმარტფონისთვის აღარ არის საჭირო.
სია შედგენილია 2018 წლის მარტის თვის მონაცემებით, ყოველი წლის ბოლოს კი მთლიანი წლის საუკეთესო სმარტფონები სახელდება.










No comments:
Post a Comment