რამდენიმე კვირა ვრცელდებოდა ჭორები Galaxy S8 Mini-ს შესახებ და აი, მოლოდინიც გამართლდა! თუმცა სამსუნგმა მას ამჯერად Galaxy S8 Lite Luxury უწოდა, სმარტფონი ჩვეულებრივი S8-სგან განსხვავებით, ბევრად ბიუჯეტურია, თუმცა, რაღა თქმა უნდა, სპეციფიკაციებიც შემცირებულია. ბიომეტრიული სკანერი და ბიქსბის ღილაკი კი კვლავ ადგილზეა.
აღნიშნული სმარტფონს გააჩნია 5.8 ინჩიანი 18.5:9 ფორმატის FullHD+ რეზოლუციის Infinity Display - უსაზღვრო ეკრანი, მუშაობს Snapdragon 660 პროცესორზე და აღჭურვილია 4GB ოპერატიული და 64GB შიდა მეხსიერებით. მთავარი კამერა 16MP-იანია, ხოლო წინა – 8MP. სმარტფონს აქვს IP68 სერტიფიკატიც, რაც იმას ნშნავს, რომ იგი დაცულია წყლისა და მტვრისაგან.
სმარტფონის გაყიდვები ჯერჯეორბით მხოლოდ ჩინეთშია დაწყებული და მისი ფასი შეადგენს 600$-ს.


No comments:
Post a Comment