Post Page Advertisement [Top]

   
      Galaxy Note9-ზე რაღაც-რაღაცები უკვე ვიცით. რა თქმა უნდა, მისი სრული სპეციფიკაციები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ რაც ამ ეტაპზე ვიცით, საკმარისია, რომ სამსუნგის მომავალ სმარტფონზე ელემენტარული წარმოდგენა მაინც გვქონდეს.

    ინტერნეტში სმარტფონის წინა პანელის ვიდეომ სულ 1-2 დღის წინ გაჟონა. როგორც ჩანს, სამსუნგი ბეზელების გაქრობას ცდილობს, Note9-ის ბეზელები S9/S9+-სთან შედარებით 40%-ით უფრო მცირეა, ეს კი თავისთავად ზრდის ეკრანის ზომას და ამცირებს სმარტფონის მოცულობას.

  არა, კამერაზე ჯერ არაფერი ვიცით, რაც შეეხება მეხსიერებას, გამოთქმულია ვარაუდი, რომ წელს Note9 აღჭურვილი იქნება 512GB გარე და 8GB ოპერატიული მეხსიერებითაც!(RAM)

თითის ანაბეჭდზს რაც შეეხება, მზად იყავით იმისთვის, რომ შესაძლოა წელსაც ვერ ვიხილოთ იგი ეკრანში ჩაშენებული... იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია Vivo პირველი გახდა, რომელმაც აწარმოა სმარტფონი ასეთი ტექნოლოგიით, სამსუნგი ნამდვილად არ გამორჩება და ყველაფერს იზამს, რომ გახდეს Vivo-ს შემდეგ პირველი კომპანია. ამრიგად, S10/S10+ ჯერ კიდევ წინაა, ახლა კი გთავაზობთ ვიდეოს:


No comments:

Post a Comment

კონტაქტი

Name

Email *

Message *

Bottom Ad [Post Page]

| Designed by Colorlib