მიმდინარე წლის 17-19 ივლისს საქართველოს მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე სოფია ეწვევა და უფრო მეტიც, სიტყვით გამოვა სამიტზე, რომელსაც მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.
17-19 ივლისს თბილისში იმართება “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) სამიტი. რობოტი სოფია კი აუდიტორიის წინაშე 18 ივლისს, მთაწმინდის პარკში წარსდგება სესიაზე სესიაზე “საჯარო სერვისები და ინოვაციები”. აღნიშნული სესიის ერთ-ერთი განსახილველი იქნება ის, თუ როგორ შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა რევოლუციური გარდატეხა მოახდინოს ადამიანებისთვის საჯარო სერვისების მიწოდების სფეროში.
სოფია არის Hanson Robotics-ის მიერ 2018 წელს შექმნილი რობოტი, რომელსაც საუდის არაბეთმა მოქალაქეობა მიანიჭა. სოფიას შეუძლია საუბარი და ემოციის გამოხატვა. ის შექმნის დღიდან მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია, ხვდება სხვადასხვა სფეროს მნიშვნელოვან წარმომადგენლებს. სოფიას შექმნა ხელოვნური ინტელექტის დახვეწის გზაზე გადადმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
Commensant.ge


No comments:
Post a Comment