Post Page Advertisement [Top]


ფოტოგრაფებმა სამსუნგის პრეზიდენტი Dong-Jin Koh  Galaxy Note9-ის გამოყენებისას დააფიქსირეს. სმარტფონი ჯერ ოფიციალურად წარდგენილი არ არის. პრეზიდენტი ეკრანზე S Pen-ით მუშაობს, რაც თითქმის არ იძლევა სმარტფონის მკაფიოდ დანახვის საშუალებას და შესაბამისად ძნელია იმის გარჩევაც, ფოტოზე Note 8 არის გამოსახული თუ Note 9. მაგრამ აშკარაა, რომ თითის ანაბეჭდს ეკრანში ჩაშენებულს ამ ეტაპზეც ვერ ვიხილავთ... თითის ანაბეჭდი კვლავ უკანა მხარესაა, კამერის ქვემოთ.

 კამერა საგრძნობლად გაუმჯობესებულია. ასევე ვრცელდებოდა ჭორები, რომ მომავალ სმარტფონს S Pen-ში ჩაშენებული ბლუთუზ 4.0 LE ტექნოლოგია ექნებოდა, თუმცა განსაზღვრული ფუნქციები ჩვენ ჯერ არ ვიცით. ელემენტის მოცულობა გაიზარდა 4000mAh-მდე. სმარტფონი იმუშავებს 6GB RAM-ზე და Exynos 9820/Snapdragon 835 პროცესორზე, ასევე, მოსალოდნელი მინიმალური შიდა მეხსირების ზომა 256GB-ა. 
სმარტფონს სამსუნგი 4 აგვისტოს, ნიუ იორკში წარადგენს, გაყიდვები ოფიციალურად კი 24 აგვისტოსთვის დაიწყება. Note9-ის საშუალო ფასი ევროპის ბაზარზე 1200 აშშ დოლარი იქნება.

No comments:

Post a Comment

კონტაქტი

Name

Email *

Message *

Bottom Ad [Post Page]

| Designed by Colorlib