რეკომენდაციებს ხშირად არ ვიძლევი, რა თქმა უნდა, Galaxy Note9 2018 წლის ერთ-ერთი საუკეთესო სმარტფონია, თუმცა, ჭკვიანი მომხმარებლები მაინც Galaxy S10-ს დაელოდებიან, ამისი ძალიან ბევრი და ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზია. Galaxy S10 იქნება სამსუნგის ყველაზე განსხვავებული, საუკეთესოთა შორის საუკეთესო სმარტფონი იმ სმარტფონებთან შედარებით, რაც კი სამსუნგს ოდესმე უწარმოებია. აქვეა აღსანიშნავი ისიც, რომ Galaxy S10-ის სამი ვარიანტი იქნება ხელმისაწვდომი: Galaxy S10, Galaxy S10 Plus და Galaxy S10 Lite. მაშ ასე, დავიწყოთ…
ახალი დიზაინი
Galaxy S10-ს, Galaxy S9-ისგან განსხვავებით, დიზაინში დიდი ცვლილებები ექნება, როგორც გავიგე, Galaxy S10-ის დიზანი იქნება სამსუნგის უსაზღვრო ეკრანის ევოლუციის შემდგომი ნაბიჯის დასაწყისი. რა თქმა უნდა, ეკრანი ორივე მხარეს კვლავ მოხრილი იქნება, თუმცა სამსუნგი, როგორც იცით, ბეზელების გაქრობისთვის სასტიკად იბრძვის. ასევე, სმარტფონი Galaxy S9/Note9-სგან ბევრად თხელი იქნება. ერთი სიტყვით, Galaxy S10 იქნება Galaxy S9-ის 100-ჯერ გაუმჯობესებული ვარიანტი.
ახალი თითის ანაბეჭდის სენსორი
მართალია Galaxy Note9-ში ცენტრში განთავსებული თითის ანაბეჭდის სენსორი წინა მოდელებისგან განსხვავებით ბევრად კომფორტულია და ბევრად ადვილად მიგვიწვდება ხელი, თუმცა Galaxy S10 ამ მხრივ იქნება სულ სხვა თემა! საკმაოდ დიდი ხანია ტექნოლოგიური მედია საუბრობს იმის თაობაზე, რომ სამსუნგი თითის ანაბეჭდის სენსორს ეკრანში ჩააშენებს, თუმცა ეს დღე არა და არ დადგა! Galaxy S8-ის შემდეგ, აღნიშნულ ტექნოლოგიას Galaxy S9-ში, ხოლო შემდგომ Galaxy Note9-ში ელოდნენ, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. ახლა კი, როცა ამ ტექნოლოგიით სარგებლობს უკვე რამოდენიმე კომპანია (Vivo, Moto) ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ Galaxy S10-ში ვიხილოთ ულტრაბგერითი თითის ანაბეჭდის სენსორი, ჩაშენებული ეკრანში!
სამმაგი კამერა
სმარტფონის კამერის მხრივ, სამსუნგი ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, არის და, იქნება! რა თქმა უნდა, Galaxy Note9-ის კამერა არაჩბეულებრივია, თუმცა, მაინც ვერ გაუტოლდება Huawei P20 Pro-ს კამერას:(
Galaxy S10 და S10+ სამმაგი, ორი 12MP და ერთი 16MP კამერებით იქნება აღჭურვილი. Dual Pixel ტექნოლოგია და გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია იგივე რჩება, სამივე კამერაზე!
შინაგანი სამყარო
Galaxy Note9 მსოფლიოში ერთ-ერთი უსწრაფესი სმარტფონია, თუმცა მაინც ვერ შეედრება შარშანდელ iPhone X-ს, განსაკუთრებით გეიმინგში. სამსუნგის მომავალი წლის სმარტფონები აღჭურვილნი იქნებიან ახალი თაობის 7ნმ-იანი ჩიპსეტებით, რომელიც ახლანდელ, 10ნმ-იან ჩიპსეტებზე ბევრად სწრაფია! შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში, Galaxy S10/S10+ გაიყიდება Qualcomm-ის ჩიპსეტით, ხოლო ევროპასა და დანარჩენ ქვეყნებში კი ჩვეულებრივ, Samsung Exynos ჩიპსეტებით.
საბოლოოდ, Galaxy S10 გიტოვებთ არჩევანს, რომ არ იქონიოთ Note9 და დაელოდოთ მომავლის სმარტფონს. რა თქმა უნდა, აღნიშნულ სმარტფონს ექნება ცეცხლის ფასი! თუმცა, Galaxy S10 Lite იქნება ერთ-ერთი საშუალო კლასის ბიუჯეტური სმარტფონი.


No comments:
Post a Comment