სამსუნგმა ჯერ კიდევ რამოდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ მუშაობას იწყებდა მსოფლიოში პირველ დასაკეც სმარტფონზე, სმარტფონის გამოჩენას 2019 წლის პირველი კვარტლისთვის ელოდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ სამსუნგმა მსოფლიოში პირველი დასაკეცი სმარტფონის დაანონსება ამ წლის დასასრულისთვის გადაწყვიტა.
სამსუნგის მობილური დეპარტამენტის პრეზიდენტმა - Dong-Jin Koh-მ ოფიციალურად დაადასტურა Galaxy F სერიის პირველი წარმომადგენლის დაანონსება, რომელსაც წლის დასასრულამდე გამოუშვებენ. მან ასევე დაამატა, რომ მიუხედავად მომხმარებლის დიდი სურვილისა, სამსუნგისთვის ისედაც არის დრო, რომ შექმნას რაღაც უფრო დიდი.
სამსუნგის დასაკეცი სმარტფონი შესაძლოა უკვე SDC 2018-ზე ვიხილოთ.
კიდევ უფრო ადრეული ცნობებით კი სამსუნგის დასაკეცი სმარტფონის ხილვა, სავარაუდოდ უკვე მომავალი წლის დასაწყისში შეგვეძლება.
DJ Koh-მ ჯერ კიდევ 3 კვირის წინ თქვა, რომ სურდა, სამსუნგი ყოფილიყო პირველი დასაკეცი სმარტფონების მწარმოებელი კომპანია.
SDC 2018 გაიმართება ამა წლის 7-8 ნოემბრისთვის, სან ფრანცისკოში.
Koh-მა CNBC-სთან ინტერვიუში ასევე თქვა, რომ სმარტფონის როგორც გაშლილ, ასევე დაკეცილ მდგომარეობაში მომხმარებელს ბევრი ფუნქციონალის გამოყენება შეეძლება, მაგრამ თუ მომხმარებელს სურს მეტი დეტალის ნახვა, მაშინ სმარტფონის ბოლომდე გაშლა მოუწევს.
"თუ დაკეცილ სმარტფონსა და პლანშეტს შორის არანაირი განსხვავება იქნება ფუნქციის მხრივ, მაშინ რატომ შეიძენს მომხმარებელი, მისთვის სულ ერთი არ იქნება?" - თქვა სამსუნგის მობილური კომუნიკაციის დეპარტამენტის პრეზიდენტმა.
მას არაფერი უთქვამს მომავალი სმარტფონის ფუნქციებსა და მახასიათებლებზე.


No comments:
Post a Comment