არ შეცდეთ! საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ კომპანიები ან/და კერძო პირები, რომლებმაც შესალოა შეცდომაში შეგიყვანონ და გითხრან, რომ სმარტფონი ორიგინალია და განკუთვნილია ჩვენი რეგიონისთვის!!!
Samsung Georgia თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე განცხადებას აკეთებს:
"⚠️ სამსუნგის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, გირჩევთ შეიძინოთ სამსუნგის ტელეფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით ⚠️"
სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა ძირითადად სმარტფონის ყუთის თავშია მიწებებული და მისი აძრობა კვალის დატოვების გარეშე შეუძლებელია. ძნელია ასევე მისი ამოცნობაც, ოფიციალური ჰოლოგრამა გამოიყურება ასე:
ეს არის პატარა სტიკერი, რომელიც ძირითადად სმარტფონის ყუთის თავზეა მიწებებული.
"მოგესალმებით სამსუნგის ერთგულო მომხმარებლებო 💙
გვინდა შეგახსენოთ, თუ რატომ უნდა შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონი მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით:
➡️ აქვს სამსუნგის ოფიციალური გარანტია
➡️ მოგემსახურებათ სამსუნგის ავტორიზებული სერვის ცენტრი
➡️ აქვს შემოწმებული და უხარვეზო თავსებადობა ქართული მობილური კავშირგაბმულობის ქსელებთან
➡️ აქვს ორიგინალი დამტენი მოწყობილობა, რომელიც მორგებულია ადგილობრივ ელ-ქსელს
➡️ აქვს უსაზღვრო ეკრანის 1 წლიანი გარანტია* (Galaxy S9|S9+ შემთხვევაში)
☑️ სმარფონები სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით არის გარანტირებულად ახალი და გაუხსნელი!
☑️ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა ასევე გიცავთ ფალსიფიცირებული პროდუქციისგან და შეკეთების შემთხვევაში მეორადი/ფალსიფიცირებული ნაწილების გამოყენებისგან!
🚩🚩🚩შეგახსენებთ, რომ სამსუნგის ოფიციალური პარტნიორი კომპანიები საქართველოში არიან: ალტაოქეი, ელიტ ელექტრონიქსი, მეტრო მარტი, სმაილი, გალაქსი, მაგთი. "



No comments:
Post a Comment