სამსუნგის მსოფლიოში პირველი დაკეცვადი სმარტფონი უკვე უბრალო მითი და დიზაინერის ფანტაზიის ნაყოფი აღარაა. როგორც წინა პოსტში აღვნიშნე, სამსუნგის მობილური დეპარტამენტის პრეზიდენტმა - DJ Koh-მ, CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამსუნგისთვის რაღაც უფრო დიდის შექმნის, დიდი ნაბიჯის გადადგომის დროა და ოფიციალურად დაადასტურა დაკეცვადი სმარტფონის - Galaxy F სერიის პირველი წარმომადგენლის ოფიციალური ანონსი. ახალი სმარტფონის წარდგენა მოხდება SDC 2018-ზე (Samsung Developer Conference 2018). სმარტფონთან დაკავშირებით ახლა კიდევ უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი.
ახლად გაჟონილი ინფორმაციები ადასტურებს ძველ იმფორმაციებს!
სამსუნგის მომავალი სმარტფონი იქნება წიგნის ფორმის და ექნება მსოფლიოში პირველი დაკეცვადი ეკრანი.
იმისათვის, რომ მომხმარებელს სმარტფონის სტანდარტული ეკრანით გამოყენებაც შეეძლოს, მაშინ როდესაც ის დაკეცილია, სამსუნგი გარე მხარეს კიდევ ერთ ეკრანს ამატებს. გაჟონილ ინფორმაციაში ეკრანის სავარაუდო ზომებიც არის აღნიშნული.
Galaxy F-ის პირველი წარმომადგენელი აღჭურვილი იქნება 7.3 ინჩიანი დრეკადი OLED ეკრანით. დამატებითი ეკრანის ზომა კი 4.6 ინჩი იქნება, ეს ეკრანი სმარტფონის ნორმალურად გამოყენების საშუალებას მოგცემთ.
ახალი სმარტფონიც პროდუქცია თვეში 100 000-120 000 ერთეულს მიაღწევს.
მიუხედავად ამდენი ინფორმაციისა, ჯერ კიდევ უცნობი რჩება სმარტფონის ვიზუალური მხარე...


No comments:
Post a Comment