Post Page Advertisement [Top]


დღეს (20.02.2019) სმარტფონების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა - Samsung-მა სან ფრანცისკოში Galaxy Unpacked 2019 ღონისძიებაზე წარადგინა ახალი თაობის Galaxy S სერიის სმარტფონები - Galaxy S10e, Galaxy S10, Galaxy S10+ და Galaxy S10 5G.

სმარტფონების ოთხი ძირითადი ვარიანტი

სმარტფონების თითოეულ ვარიანტს აქვს უნიკალური შესაძლებლობები და თითქმის ყველანაირად აკმაყოფილებს მომხმარებლის ყოველდღიური ცხოვრების მოთხოვნებს ამ მხრივ.

Samsung Galaxy S10e - მომხმარებლის ბიუჯეტზე მორგებული სმარტფონი

განხილვას დავიწყებ Galaxy S10e-თი. ეს არის საშუალო კლასის სმარტფონი შედარებით დაბალი მახასიათებლები:

• ბრტყელი 5.8" Full HD+ ეკრანი, HDR10+, Dynamic AMOLED display;
• Qualcomm Snapdragon 855 / Samsung Exynos 9820 ჩიპსეტი;
• 6GB/8GB RAM ოპერატიული მეხსიერება;
• 128GB/256GB შიდა მეხსიერება (შესაძლებელია გაზრდა მეხსიერების ბარათის საშუალებით 512GB-მდე)
• ორმაგი ძირითადი კამერა: 12MP (F1.5) + 16MP(F2.2) Dual Pixel ტექნოლოგია
• 10MP წინა კამერა, UHD სელფი, F1.9 დიაფრაგმა, Dual-Pixel ტექნოლოგია;
• ბატარეა: 3100mAh, უსადენო დატენვა, სწრაფი უსადენო დატენვა და გამოდგება როგორც უსადენო დამტენი;
• თითის ანაბეჭდის სენსორმა გადაინაცვლა Power ღილაკში;
• IP68 წყლისა და მტვრისგან დაცული;
• Android 9.0 Pie One UI ოპერაციული სისტემა.

ფასი:  $749 😮

Galaxy S10 - საშუალო კლასის სმარრფონი

➡ ახლა, მინდა განვიხილო Galaxy S10, რომელიც მცირედით განსხვავდება S10e-სგან სისტემური მახასიათებლებით, თუმცა ერთი დიდი ცვლილება აქ ის არის, რომ თითის ანაბეჭდის სენსორი აქ უკვე ეკრანშია ჩაშენებული და გამოყენებულია 3D ულტრაბგერითი ტექნოლოგია, ხოლო კამერის ჭრილი ეკრანის მარჯვენა ზედა კუთხეშია ატანილი. მაშ ასე, Galaxy S10-ის ტექნიკური მახასიათებლები ასეთია:

• 6.1" Quad HD+, მოხრილი, Dynamic O-AMOLED ტიპის ეკრანი, HDR10+
• 8GB ოპერატიული მეხსიერება LPDDR4X
• 128GB/256GB შიდა მეხსიერება, შესაძლებელია გაზრდა მეხსიერების ბარათით 512GB-მდე.
• სამმაგი ძირითადი კამერა, 12MP(F2.4) + 12MP(F1.5) + 16MP(F2.2 + 10X ოპტიკური ზუმი) Dual-Pixel ტექნოლოგია Ultra-Wide გადაღებით.
• ბატარეა, 3400mAh, უსადენო და სწრაფი უსადენო დამუხტვა, ასევე უსადენო დამუხტვის გაზიარება;
• ულტრაბგერითი ტექნოლოგიის ბიომეტრიული სკანერი;
• IP68 წყლისა და მტვრისაგან დაცვა;
• Android 9.0 Pie One UI

თუმცა S10e და S10 ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან. Galaxy S10-ის ფასი სულ რაღაც $899-ია.
Samsung Galaxy S10+: მიმოხილვა

გადავიდეთ Galaxy S10+-ზე, რომელიც S10e-სა და S10-ისგან მკვეთრად განსხვავდება! მისი მახასიათებლები შემდეგნაირია:

• 6.4-inch Quad HD+ Curved Dynamic AMOLED, 19:9 (438ppi)
• 8GB/12GB RAM (LPDDR4X)
• 128GB/512GB/1TB
+ MicroSD slot (up to 512GB)
• წინა კამერა: ორმაგი
– UHD Selfie: 10MP Super Speed Dual Pixel AF, F1.9 (80°)
– RGB Depth: 8MP FF, F2.2 (90°)
• ძირითადი კამერა: სამმაგი Triple Camera with Dual OIS
– Telephoto: 12MP AF, F2.4, OIS (45°)
– Wide-angle: 12MP Super Speed Dual Pixel AF, F1.5/F2.4, OIS (77°)
– Ultra Wide: 16MP FF, F2.2 (123°)
– 0.5X/2X optical zoom, up to 10X digital zoom
• ბატარეა: 4100mAh, უსადენო და სწრაფი უსადენო დამუხტვა, ასევე უსადენო დამუხტვის გაზიარება

და ამ სმარტფონის ფასი სულ რაღაც $999-ია! 

დასკვნა. ღონისძიების ზოგადი მიმოხილვა.

საბოლოო ჯამში, დღევანდელი ღონისძიების შემდეგ აღფრთოვანებული დავრჩი, რეალურად ამ სმარტფონებს თითქმის ყველა ტექნიკური მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლია, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ S9+-ისგან განსხვავებით, ცენტრალური პროცესორი 29%-ით, ხოლო გრაფიკები 37%-ით გაიზარდა.
 ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ამხელა ტექნიკური მახასიათებლების მიუხედავად, სმარტფონებმა მაინც შეინარჩუნეს მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ფასები. 😊 
ბევრისთვის კარგი ამბავია აგრეთვე ისიც, რომ Galaxy S10e ვარიანტს მოხრილი ეკრანის ნაცვლად აქვს სტანდარტული, ბრტყელი ეკრანი, რაც, ჩემი აზრით, ბევრად მარტივი მოსავლელია.

ამ ოთხი ვარიანტიდან განსაკუთრებით იკვეთება Galaxy S10 5G, რომელსაც ახალი 5G ტექნოლოგიის მხარდაჭერა აქვს, რაც ჩვეულებრივ, 4G-სთან შედარებით 25-ჯერ კიდევ უფრო სწრაფია!

აღნიშნული სმარტფონები ოფიციალურად გაყიდვაში ჩაეშვება 8 მარტიდან.

No comments:

Post a Comment

კონტაქტი

Name

Email *

Message *

Bottom Ad [Post Page]

| Designed by Colorlib