Post Page Advertisement [Top]


ერთ-ერთმა უმსხვილესმა ჩინურმა კომპანია Huawei-მ დასაკეც-ეკრანიანი 5G სმარტფონი - Huawei Mate X წარადგინა, სამსუნგის მსოფლიოში პირველ დასაკეც-ეკრანიანი სმარტფონის - Galaxy Fold-ის წადგენიდან სულ რაღაც 4 დღეში.

Galaxy Fold-ის მსგავსად, Huawei Mate X-საც დაკეცილ მდგომარეობაში ჩვეულებრივი სმარტფონის შეხედულება აქვს, გაშლის შემდეგ კი ტაბლეტის.


Mate X, სამსუნგის Galaxy Fold-თან შედარებით, გაცილებით დიდია. მცირე ეკრანის ზომა 6.6", ხოლო გაშლილი ეკრანის ზომა 8" ინჩს შეადგენს, Galaxy Fold-ისგან განსხვავებით, რომლის ზომებიც 4.6" და 7.3"-ია.

Mate X-ს, Galaxy Fold-ის მსგავსად, აგრეთვე გააჩნია 5G ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ 5G უსწრაფესი ქსელით, როცა ხელმისაწვდომი გახდება.

Huawei-ს ახალი სმარტფონი ასევე იძლევა Multi-Tasking-ის საშუალებას, რაც რამდენიმე აპლიკაციაში ერთდროულად მუშაობას გულისხმობს. სმარტფონი აღჭურვილია 4500mAh ბატარეით.

ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ Mate X მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ მაღალ ფასად იქნება წარდგენილი. მისი ფასი შეადგენს €2 299-ს, Galaxy Fold-ისგან განსხვავებით, რომლის ფასიც სულ რაღაც €2000-ია.

No comments:

Post a Comment

კონტაქტი

Name

Email *

Message *

Bottom Ad [Post Page]

| Designed by Colorlib