Post Page Advertisement [Top]


 კომპანია Google უარს ამბობს Play Store-ზე განთავსებული ერთ-ერთი აპლიკაციის - "Gay conversion therapy"-ს წაშლასა და დაბლოკვაზე, რომელიც უკვე აკრძალულია Apple-ს, Microsoft-ისა და Amazon-ის მიერ.

 აპლიკაცია შექმნილია ა.შ.შ-ს ერთ-ერთი ქრისტიანული დაჯგუფების მიერ და ემსახურება LGBTQ+ საზოგადოების ე.წ. "სწორ გზაზე მოქცევას" და ამ დროისთვის, დაახლოებით 1000 ჩამოტვირთვა აქვს.   

შემქმნელების თქმით, მათ სურთ, რომ ხალხი, რომლებსაც თავები LGBTQ+ საზოგადოების წევრად მიაჩნიათ, გახდნენ ჰეტეროსექსუალები გრძელვადიანი ლოცვისა და თერაპიების საშუალებით. 

 ამასთან დაკავშირებით, change.org-ზე პეტიციაც გამოქვეყნდა, რომელიც აღნიშნული აპლიკაციის აკრძალვას მოითხოვს და მისი ადრესატები არიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა: Apple, Google, Microsoft... სულ საჭირო ხმათა რაოდენობა კი 140 000-ს შეადგენს.   

ამერიკის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ამ ქმედებას აფასებენ როგორც სიცოცხლისთვის სახიფათოს და მოუწოდებენ მსხვილ კომპანიებს, თავის დროზე შეუწყდეს ხელმისაწვდომობა აპლიკაციას სხვადასხვა Play მარკეტებზე.   თავად Google-ის პრეზიდენტი - სუნდარ ფიჩაი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.  

No comments:

Post a Comment

კონტაქტი

Name

Email *

Message *

Bottom Ad [Post Page]

| Designed by Colorlib