Post Page Advertisement [Top]


Galaxy Note 10-ს შესაძლოა 3.5მმ ჯეკი აღარ ჰქონდეს, რამაც სამსუნგის ერთგული მომხმარებლები იმედგაცრუებული დატოვა!

სხვათაშორის, პირველი Galaxy Note-ის გამოსვლისას, ყველა თვლიდა, რომ დიდი ეკრანი მათ არაფერში დასჭირდებოდათ, ვერ გამოიყენებდნენ და ამ მიზეზით, არც შეიძენდნენ სმარტფონს. თუმცა ეს მოსაზრება გააბათილეს მომხმარებლებმა. Galaxy Note სერია ძალიან სწრაფად გახდა პოპულალური.

თუმცა, როგორც ჩანს, სამსუნგი წელს სხვა მიმართულებით წავა. რამდენიმე სანდო წყარომ ერთდროულად დაადასტურა, რომ მომავალ სმარტფონს 3.5მმ ჯეკი აღარ ექნება. თუ ეს ინფორმაცია სწორი აღმოჩნდა, Galaxy Note 10 იქნება სამსუნგის პირველი ფლაგმანი, რომელსაც ყურსასმენების პორტი არ ექნება!

ეს, ჩემი აზრით, გამოიწვევს იმას, რომ მომხმარებლები სმარტფონის ყიდვისას რამდენიმეჯერ დაფიქრდებიან, დაბოლოს, ან იყიდიან, ან არა. მაგრამ, ვნახოთ კიდევ რა სიურპრიზს გვიმზადებს სამსუნგი, რით მოიგებს ამ სიახლით იმედგაცრუებული მომხმარებლის გულს და რას ჩაამატებს ახალ ფლაგმანში.


No comments:

Post a Comment

კონტაქტი

Name

Email *

Message *

Bottom Ad [Post Page]

| Designed by Colorlib