Amazon-ის Voice-ასისტენტს - Alexa-ს, ახლო მომავალში შეეძლება ამოიცნოს მის ახლომახლო მყოფი ადამიანის მდგომარეობა და, საჭიროების შემთხვევაში, გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ამის შესახებ Business Insider წერს.
როგორც ცნობილია, კომპანია Amazon აქტიურად მუშაობს ახალი AI (ხელოვნური ინტელექტი) ტექნოლოგიაზე, რომელსაც შეეძლება ამოიცნოს აქვს თუ არა ადამიანს გულის შეტევა. დიაგნოზი ხდება მომაკვდავი მომხმარებლის მიერ წარმოქმნილი სპეციფიკური ხმების საშუალებით და ავტომატურად იძახებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მითითებულ მისამართზე.
ვაშინგტონის უნივერსიტეტში უკვე მუშაობენ ამ ტექნოლოგიაზე, ეს უკანასკნელი უკვე გადის ტესტირებებს, თუმცა, როგორც მეცნიერები იძახიან, ის ჯერ გასაშვებად არ არის მზად, მის ალგორითმში კიდევ ბევრი ცვლილებაა შესატანი და ხელმისაწვდომი სავარაუდოდ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში იქნება.


No comments:
Post a Comment