როგორც უკვე ცნობილია, Galaxy Unpacked 2019, 7 აგვისტოს, ნიუ იორკში, თბილისის დროით დილის 12 საათზე გაიმართება. აქ მოხდება სამსუნგის უახლესი ფლაგმანური სმარტფონის - Samsung Galaxy Note 10-ის წარდგენა.
ვიდრე პრეზენტაცია გაიმართებოდეს, გთავაზობთ რამდენიმე გაჟონილ და თანაც დადასტურებულ სიახლეს და ფაქტს ახალი სმარტფონის შესახებ:
Galaxy Note 10-ის საწყისი შიდა მეხსიერების მოცულობა იქნება 256GB - რადგანაც ახალ ნოუთს SD ბარათის მხარდაჭერა მოუხსნეს, როგორც ჩანს, სამსუნგი ცდილობს მისი მინიმალური მოცულობა მაქსიმალურად გაზარდოს. რაც შეეხება ჩინეთს, Galaxy Note10+-ის საწყისი მოცულობა 512GB იქნება.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ Galaxy Note 10-სა და Galaxy Note 10+-ს 8 და 12GB ოპერატიული მეხსიერებები ექნებათ, რაც გაცილებით დიდია წინა მოდელებისგან განსხვავებით, ეს ერთ-ერთი კარგი სიახლეა, ხოლო ჩინეთში შესაძლოა მხოლოდ 12GB-იან ვერსიას წავაწყდეთ.
მომდევნო სიახლე კი ბევრს დასწყვეტს გულს, ჩემი ჩათვლით.
ახალი ნოუთიდან ამოღებულია 3.5mm ჯეკი რომელიც შეგზღუდავთ კაბელიანი ყურსასმენით სარგებლობისგან. ეს კომპანია Apple-მ გააკეთა 2017 წელს iPhone 7-ში და როგორც ჩანს, სამსუნგიც აჰყვა...
ეკრანის ზომა და ხარისხი, როგორც ცნობილია, ისევ იგივე რჩება: QHD+, 6.3 ინჩი.
ფასთან დაკავშირებით ჯერ ვერც ერთი ტექნოლოგიური მედია ინფორმაციას ვერ იძლევა.


No comments:
Post a Comment