Samsung Galaxy Note10 სამსუნგის ახალი, ამჟამად ყველაზე გამოსაყენებელი S Pen-ის მქონე სმარტფონია. ბევრი სიახლე მაინცდამაინც არ გვხვდება ფუნქციების მხრივ, თუმცა თუ გინდათ რომ სამსუნგის უმაღლესი კლასის სმარტფონი შეიძინოთ, Galaxy Note10+ სწორედ თქვენთვისაა, ხოლო თუ თანხის დაზოგვას გადაწყვეტთ, სამსუნგმა სწორედ ამ მიზნით შექმნა Note10+-ის მცირე ვარიანტიც, Galaxy Note 10.
დადებითი მხარეები
• ახალი S Pen ფუნქციონალი
• მარტივად დასაჭერი ხელში
• ძლიერი ვიდეო-გადაღება...
უარყოფითი მხარეები
• აღარ აქვს 3.5მმ ჯეკი
• აღარ აქვს MicroSD მხარდაჭერა!
ამ მოდელში სამსუნგმა კვლავ Infinity-O ეკრანი გამოიყენა, თუმცა კამერა ამჯერად ზედა ცენტრშია მოქცეული და არა ტრადიციულად, ზედა მარჯვენა კუთხეში.
აღსანიშნავია ისიც, რომ Galaxy S10+-ისგან განსხვავებით, Galaxy Note10+-ს ერთადერთი სელფის კამერა აქვს.
პროგრამული მხარე კი ძალიან შეიცვალა. Galaxy Note10-ში ვხვდებით ძალიან ბევრ ცვლილებებს კამერისა და S Pen-ის მხრივ: S Pen-ის ახლა უკვე გაქანება-გამოქანებას თავისი ფუნქცია აქვს, მაგალითად მისი ჰაერში მოძრაობით შეგიძლიათ აკონტროლოთ სლაიდშოუ.
რაც შეეხება კამერას, ვიდეო გადაღება ახლა უფრო ძლიერია.
Galaxy Note10/Note10+-ის ოფიციალურად გაყიდვაში ჩაშვების თარიღია 23 აგვისტო ა.შ.შ-ში, გაერთიანებულ სამეფოებსა და ავსტრალიაში. დანარჩენ მსოფლიოში ის უკვე სექტემბრის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი.
წინასწარი შეკვეთების მიღება საქართველოშიც უკვე დაწყებულია. წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში მომხმარებელი საჩუქრად Galaxy Buds მიიღებს.





No comments:
Post a Comment