ყველა თანამედროვე სმარტფონი დღეს ლითიუმ-იონის ბატარეას იყენებს. მაშინ, როცა ეს ბატარეებიც მშვენივრად მუშაობენ, მაინც დროა რაღაც გავაუმჯობესოთ - დამუხტვის სისწრაფე და მისი დიდხანს გამოყენება, ორივე ძალზედ მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის, ალბათ დამეთანხმებით.
სწორედ ამ მიზნით, სამსუნგი 2020 წელს თავის ახალ სმარტფონებში ახალი ტიპის ბატარეებს გამოიყენებს, გრაფენის ტიპის ბატარეა მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს სმარტფონი უსწრაფესად, 30 წუთში სრულად დატენოს.
ერთ-ერთმა "ლიკერმა", ევან ბლესმა ცოტა ხნის წინ Twitter-ზე დაწერა, რომ სამსუნგმა ახალი ტიპის ბატარეაზე დაიწყო მუშაობა, გთავაზობთ პოსტს შეუცვლელად:
გრაფენის ბატარეებს მხოლოდ სწრაფად დამუხტვის შესაძლებლობის გარდა, ლითიუმ-იონისგან განსხვავებით მეტი მოცულობაც ექნება, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ მიიღებთ ბატარეისგან ბევრად მეტს, ბევრად ნაკლებ დროში.
რეკლამა
კომპანია სამსუნგი უკვე მუშაობს აღნიშნული ტიპის ბატარეაზე, ბოლო ჭორმა ამის შესახებ 2018 წლის ოქტომბერში გაჟონა.
სავარაუდო იყო, რომ ამ ტექნოლოგიას სამსუნგის 2019 წლის სმარტფონებში, ანუ Galaxy S10/S10+/Note10/Note10+-ში ვიხილავდით, თუმცა ვინაიდან ეს სმარტფონები უკვე წარდგენილია, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ სამსუნგი ამისთვის ჯერ სათანადოდ მზად არ არის. თუმცა გაჩნდა ვარაუდები, რომ ახალი ბატარეებით მომავალი ფლაგმანური სმარტფონები იქნება აღჭურვილი - Galaxy S11, Galaxy Note 11, თუმცა ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია.




No comments:
Post a Comment