კომპანია Apple-მ სულ ცოტა ხნის წინ წარადგინა თავისი ახალი სმარტფონები iPhone 11, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max. მოდელის ციფრების ცვლილების მიუხედავად, ისინი ძალიან ჰგვანან თავიანთ წინამორბედებს - iPhone X, iPhone XS და iPhone XS Max-ს, თუმცა ამ ორი თაობის სმარტფონებს შორის ერთი დიდი თვალშისაცემი სხვაობაა - მესამე კამერა.
Apple-ის CEO-ს, ტიმ ქუქის თქმით, ეს არის სმარტფონი მათთვის, ვისაც დახვეწილი ტექნოლოგია იზიდავს.
ახალი თაობის სმარტფონებში ვხვდებით ახალ ფერებს, ეფლმა ასევე გააუმჯობესა ეკრანი და ჩაანაცვლა ახალი OLED ტიპის ტექნოლოგიით, რომელიც ახლა უფრო კაშკაშაა, მისი სიკაშკაშე 1200 ნიტამდე აღწევს და იგი 15%-ით უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.
iPhone 11-ის მსგავსად, iPhone 11 Pro მოდელებიც Apple A13 Bionic ჩიპსეტებით იქნება აღჭურვილი.
Apple-ს თუ დავუჯერებთ, ახალი სმარტფონების ენერგო-ეკონომიიდან გამომდინარე, მათი ბატარეა 4-5 საათით უფრო მეტ ხანს გაძლებს.
კამერის ახალი სისტემა ერთ-ერთი გამორჩეული გაუმჯობესებაა ამ სმარტფონში. ახალი 12MP-იანი ულტრა-ფართო ლინზებით, f2.0 დიაფრაგმით, რომლის საშუალებითაც სმარტფონი 40%-ით უფრო ნათელ ფოტოებს გადაიღებს დაბალი განათების პირობებში.
თუმცა კამერა მხოლოდ ფიზიკურად არ დახვეწილა. კამერის პროგრამული მხარე ბევრად გაუმჯობესდა. ანდროიდების მსგავსად, ახალ აიფონებს "ღამის რეჟიმი" დაემატა დაბალი განათების პირობებში უკეთესი სურათის გადაღებისთვის. ეს რეჟიმი, რა თქმა უნდა, ავტომატურად ირთვება.
აგრეთვე წარდგენილ იქნა ე.წ. "Deep Fushion" რომელიც ცხრა ფოტოდან მანქანური სწავლების საშუალებით ამოარჩევს საუკეთესოს და მზად აწვდის მომხმარებელს.
რაც შეეხება დანარჩენ აფგრეიდებს: FaceID - ახლა უფრო ფართო ხედვით, კიდევ უფრო სწრაფი, 18W დამუხტვა.
იმ შემთხვევაში, თუ iPhone 8+-ს გადაცვლით iPhone 11-ში, თქვენ მიიღებთ ფასდაკლებას და გადასახდელი გექნებათ $399, იმ შემთხვევაში, თუ თქვენს iPhone X-ს ახალ iPhone 11 Pro-ში გადაცვლით, გადაიხდით $599-ს, ხოლო iPhone X-ის iPhone 11 Pro Max-ში გადაცვლის შემთხვევაში თქვენ გადაიხდით $699-ს!
ალბათ სტივ ჯობსი საფლავში ბრუნავს!




No comments:
Post a Comment