2008 წელს ბილ გეითსმა შეწყვიტა მუშაობა Full-Time-ზე და
2014-ში საკუთარი თავი Chairman-ად ჩამოაქვეითა. იმისდა მიუხედავად, რომ გეითსმა Microsoft-ში სამუშაო
შეიმსუბუქა, დიახ, ის ახლა კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა მას შემდეგ, რაც
ეს სტატუსი კომპანია Amazon-ის დამფუძნებელმა - ჯეფ ბეზოსმა წაართვა.
2019 წლის 16 ნოემბრის მონაცემებით, ბილის Net-Worth $110 მილიარდს შეადგენს. ამრიგად, მან კვლავ უკან ჩამოიტოვა ამაზონის დამფუძნებელი,
რომლის Net Worth-იც დაახლოებით $109 მილიარდია.
მიუხედავად იმისა, რომ ბილმა და მელინდამ Bill and Melinda Gates Foundation-ის დასაარსებლად დაახლოებით $35 მილიარდის ღირებულების Microsoft stock გაყიდეს,
კომპანიის სამსახურში კიდევ ბევრი Microsoft Stock-ია.
გეიტსის კარიერული წინსვლა ჯერ კიდევ მის ბავშვობაში
დაიწყო, როდესაც ის 13 წლის იყო. პატარა ბილი ფრიად დაინტერესებული იყო პროგრამირებით
და კომპიუტერული ტექნოლოგებით.
1973 წელს ბილი ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თუმცა
იქაურობა მალევე - 1975 წელს დატოვა და თავის მეგობართან - პოლ ალენთან ერთად დაარსა
კომპანია „Microsoft”, დღეს ეს კომპანია უკვე მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულია, როგორც პროგრამული
უზრუნველყოფის უმსხვილესი მწარმოებელი. 1985 წლის 20 ნოემბერს კი ამ კომპანიამ Microsoft Windows-ის პირველი ვერსია გამოუშვა. პროგრამული უზრუნველყოფის გაპოპულარებას
არ დასჭირდა დიდი ხანი და 1995 წელს გეიტსი სამყაროში უმდიდრეს ადამიანადაც აქცია.
ჯეფ ბეზოსმა კი ბოლო თვეებში მილიარდობით დოლარი მის
მიერ დაფუძნებული კომპანიის - ამაზონის დაბალი პერფორმანსის გამო დაკარგა მესამე კვარტლში,
და კიდევ უფრო ბევრი მილიარდი მისი აწ უკვე ყოფილი ცოლის - მაკნეზი ბეზოს წყალობით.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ბილი და მისი ცოლი ქველმოქმედებითაც
არიან დაკავებულნი. მათ 2005 წელს 28.8 მილიარდი დოლარი გადარიცხეს მსოფლიოს
ჯანმრთელობისა და განათლების ფონდში.
ხანდახან გეიტსი საკუთარ სახლში აწყობს სადილებს. სადილზე დასწრება
შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დათანხმდება გადაიხადოს 1 000 000 დოლარი მოსაწვევში.
მთელი შეგროვილი თანხა კი დიუკის უნივერსიტეტში ირიცხება, სადაც მისი მეუღლე, მელინდა ფრენჩი სწავლობდა.
იგი ამავდროულად გატაცებულია
სხვადასხვა ანტიკვარული ნივთების შეძენით. 1994 წელს, აუქციონზე, $30.8 მილიონად შეიძინა ლესტერის კოდექსი, ლეონარდო
და ვინჩის ხელნაწერების
კოლექცია. მას ძალიან უყვარს წიგნების კითხვა. ასევე ადიდებს გოლფსა და ტენისს.
ბილ გეითსი პირველად
მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად 1995 წელს, $12.9 მილიარდიანი Net Worth-ით დაასახელეს.

No comments:
Post a Comment